18 Sep 2019
„ფეისბუქის“ მომხმარებელთა საჩივრებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეისწავლიან. ზედამხედველობითი საბჭოს წევრები იმ მოქალაქეების საჩივრებს განიხილავენ, რომლებსაც კონტენტი წაეშალათ, ასევე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ექსპერტებს კონფიდენციალური ინფორმაციების გაჟონვის შემთხვევაშიც მიმართონ.
ექსპერტების აზრით, Facebook-ს პრობლემების მოგვარებაში მხოლოდ დამოუკიდებელი საბჭო დაეხმარება.
თითო საჩივარს 5 სპეციალისტი განიხილავს. საბჭო მუშაობას, სავარაუდოდ, 2020 წელს დაიწყებს. 40-მდე ექსპერტი კი, 3 წლიანი ვადით იმუშავებს.