საქართველოს ნაკრები დანიას დაუზავდა

08 Sep 2019

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა დანიას ფრედ 0:0 ეთამაშა.

ძლიერ მეტოქესთან ვლადიმერ ვაისის გუნდმა შედეგზე ორიენტირებული მატჩი ჩაატარა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ,,დ’’ ჯგუფში, 4 ქულით ბოლოს წინა  ადგილზე იმყოფება.

ფიფას რეიტინგში დანიის ნაკრები მე-13 ადგილზე იმყოფება,  ხოლო საქართველოს ნაკრები 94-ე პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე  12 ოქტომბერს გაიმართავს. ,,ჯვაროსნები’’ თბილისში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

logo