ბათუმი ევროპის ხელბურთის თასს გამოეთიშა

02 Sep 2019

საქართველოს ხელბურთის ჩემპიონი ბათუმის ,,შავი ზღვის ბიჭები’’  ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. ბათუმელებმა სტუმრად ლუქსემბურგის ჩემპიონ ,,ფოლა ეშთთან’’ მეორედ ანგარიშით  42:22 დამარცხდნენ.

პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართა და იქ საქართველოს ჩემპიონმა მატჩი 38:16 დათმო.

,,ეში’’ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოქტომბერში პოლონურ ,,აზოტი პულავის’’ დაუპირისპირდება. 

logo