აქცია პარლამენტის წინ დღეს მედიას დაეთმობა

18 Jul 2019

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების განცხადებით პროტესტის ოცდამეცხრე დღე მედიას დაეთმობა. 

,,ოცდამეცხრე დღეა, მედია ჩვენს პროტესტს აშუქებს. დღეს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასა და ჩაურევლობას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროტესტის ოცდამეცხრე დღე დავუთმოთ მედიას, სპიკერები ისაუბრებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში." 

,,გავრილოვის ღამეს" 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა.

logo