Facebook–ი შეფერხებით მუშაობს

17 Jul 2019

სოციალური ქსელები “ფეისბუკი”, “ინსტაგრამი” და “ვოთსაპი” შეფერხებით მუშაობს. ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელი სრულიად ან ნაწილობრივ იყო გათიშული საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, კანადასა და კიდევ 28 სხვა ქვეყანაში.

მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.

Facebook-ის გვერდი არ იხსნებოდა, არ მუშაობას Messenger-ი , შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც

შეფერხების შესახებ კომპანიაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

logo