ავტომობილები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი ორივე ხეს შეეჯახა

26 Jun 2019

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ავარიის დროს ახალგაზრდა კაცი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ''მედ-ცენტრში'' გადაიყვანა. 

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში მას კვლევები უტარდება. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

logo