''დინამო'' ბათუმი 16 600 ლარით, სპონსორი კი 10 500 ლარით დაჯარიმდა

13 Jun 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა   დინამო „ბათუმი“  ბოლო სამი თვის განმავლობაში 7 ჯერ დააჯარიმა. მარტში, აპრილსა და მაისში როგორც საშინაო ასევე გასვლით მატჩებში გულშემატკივრების არაეთიკური ქცევის გამო კლუბი 16 600 ლარით დააჯარიმეს. ასევე დაჯარიმდა  10 500 ლარით დინამო ბათუმის სპონსორი.

logo