ბათუმის "დინამოს" ფანების უკვე ტრადიციად ქცეული მსვლელობა /ვიდეო/ 

29 May 2019

ბათუმის დინამომ, დღეს კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად დინამოელებმა, მოწიააღმდეგის კარში 5 გოლი გაიტანეს და ბოლნისის "სიონი" 5:1 დაამარცხეს. 

ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებმა და ფანკლუბმა, უკვე ტრადიციად ქცეული მსვლელობა მოაწყო ანგისის ბაზიდან და დინამოს სკანდირებით, ცენტრალური გზა, რამდენიმე წამით გადაკეტა. 

საგზაო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, საპატრულო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები. 

logo