აქციას ''პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ'' ბათუმელი ახალგაზრდებიც უერთდებიან

19 Aug 2016

„დემურ სტურუასთვის,  პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდების აქციას ბათუმელი ახალგაზრდებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ქალაქიდან  სამტრედიაში პოლიციის შენობასთან დღეს შეიკრიბებიან, სადაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს გააპროტესტებენ, სახელმწიფოს დროულ რეაგირებისაკენ  მოუწოდებენ და პოლიციელის დასჯას მოითხოვენ. 

logo