ტოჩი გიგანტმა მონღოლმაც ვერ შეაჩერა - დაუმარცხებელ სერია

17 May 2019

ტოჩინოშინი დაუმარცხებელ სერიას განაგრძობს. ნაცუ ბაშოს VI სატურნირო დღეს, ლევან გორგაძემ, სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა.

ტოჩინოშინმა გიგანტი მონღოლი, იორიკირით, ტავარას მიღმა გაიყვანა და მიმდინარე ბაშოზე მიჯრით მე-6 გამარჯვება მიითვალა.

ქართველ სუმოტორის ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად კიდევ 4 შეხვედრის მოგება სჭირდება. ხვალ, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კოტოშიგიკუს დაუპირისპირდება.

დღევანდელი დღე წარმატებული გამოდგა ჯურიო ლიგაში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელისთვისაც (გაგამარუ), რომლის მიმდინარე ბალანსი 4 მოგება და 2 მარცხია.

logo