15 Aug 2016
უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში შიდა სასოფლო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ტერიტორია საგზაო დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა, თუმცა ფერდსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ხელვაჩაურის გამგეობამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. პროცედურები არჩევნების შემდეგ დაიწყება.