სპექტაკლის ჩვენება

04 Apr 2016

თორნიკე დუმბაძის პიესის მიხედვით სპექტაკლის ჩვენება მოეწყო ხელოვნების ცენტრში. "მდე" ასე ჰქვია პიესას, რომლის რეჟისორი არჩილ გოგუაძეა. სცენარის მიხედვით სპექტაკლში ასახულია ჯალათისა და მსჯავრდებულის ურთიერთობა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს ხდება. დღეს არტ-თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ სპექტაკლს შესთავაზებს სახელწოდებით "მე ვარ ადამიანი", რომელიც საღამოს 20 საათზე ხელოვნების ცენტრის არტ-კაფეში გაიმართება, სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

logo