თაფლის ფესტივალი ბათუმში

12 Aug 2016

დილიდან ხალხმრავლობაა  ბათუმის  ბულვარის კოლონოდასთან, სადაც თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მინდვრის ყვავილებისგან დამზადებული თაფლი  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  24-მა მეფუტკრემ გამოფინა.  ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დაგემოვნება და  შეძენა. თაფლთან ერთად ფესტივალზე  ცვილის ნაკეთობებიცაა წარმოდგენილი. ვიზიტორებისთვის   სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებებიც იმართება. ხვალიდან  ფესტივალი   გონიოს ციხის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

logo