ასლან აბაშიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

10 Aug 2016

აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს  ასლან აბაშიძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა რამდენიმე  წლიანი სასამართლო  პროცესები და განხილვები.  დღეს მოსამართლე მამისეიშვილმა განაჩენი  ყოფილ მაღლაჩინოსნებსაც გამოუტანა. ყოფილ მინისტრ იოსებ გოგიტიძეს 12 წლიანი,  ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილ უფროსს: ამირან კურცხალიძეს 6 თვიანი პატიმრობა,  ხოლო 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აბაშიძის პირადი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს. 

logo