ბათუმის აეროპორტში ლიეტუვადან პირდაპირი ფრენები იწყება

09 Apr 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს პირველად, ლიეტუვადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება.

ავიარეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბრიდან შესრულდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა. 

გასულ წელს, აჭარაში ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. 

logo