08 Aug 2016
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის განხილვაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ მათი პრეროგატივა არ არის. უსკომ საია ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში გადაამისამართა. საიას აჭარის ფილიალის ხელძღვანელის თქმით, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.