ბათუმში მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადაეცა

31 Dec 2018

 ახალი წლის ღამეს საცხოვრებელი ბინა გადაეცა კახიძეების ოჯახს. 9-წევრიან ოჯახს ქალაქის მერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბინის გასაღები გუშინ გამართულ საახალწლო  კონცერტზე  საზეიმო  ვითარებაში  გადასცეს. ოჯახი აქამდე 7 მცირეწლოვანთან ერთად, ქირით ცხოვრობდა.

logo