27 Jul 2016
''საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა'' ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში სადამკვირვებლო მისია გამოგზავნა. არჩევნების მონიტორინგის მიზნით 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. შეხვედრა ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს.