24 Jun 2018
თურქეთმა 24 ივნისის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად სახელმწიფო მართვის ახალი სისტემა, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი გასამმაგებული აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო.
64 წლის პოლიტიკოსმა, რომელსაც გასული 15 წლის განმავლობაში არცერთი არჩევნები არ წაუგია, ვადამდელ არჩევნებზე დასახულ ყველა მიზანს მიაღწია.
პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი და ერდოღანის მთავარი ოპონენტი ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის დამყარების საფრთხეზე საუბრობს. არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია თურქი ამომრჩევლების ერთი ნაწილი. შეშფოთებულები არიან ევროპელი პოლიტიკოსებიც.