ბსუ-ს რექტორობის კანდიდატები და მათი პროგრამები

12 Jul 2016

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სურვილია, მომავალი რექტორი მათთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყოს, გაიზიაროს და გადაჭრას პრობლემები. აკადემიური საბჭო 5 დღეში გააკეთებს არჩევანს ანთაზ ქიქავასა და მერაბ ხალვაშს შორის.  ქიქავა რექტორის არჩევნებში ერთხელ უკვე მონაწილეობდა. შარშან, მან აკადემიური საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის არასაკმარისი იყო. მერე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართა და  აკადემიურმა პერსონალმა აპრილში მერაბ ხალვაში აირჩია. ჩვენ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმას წარმოგიდგენთ.

logo