ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა

02 ივნ 2018

ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბუკნართან მოხდა. 

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი, რომლებიც სავარაუდოდ ამავე სოფლის მაცხოვრებლები არიან და "გაზ 024"  გადაადგილდებოდნენ. 

ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში კი ამბობენ, რომ გამოძახება სასწრაფოში ერთი საათს წინ შევიდა. ადგილზე ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 279 _ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებას დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

logo