როდის განახლდება დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად?

11 Jul 2016

სტიქიის შედეგები - ქედა ძლიერმა ნალექმა და მეწყრულმა პროცესებმა 86 ათასი ლარით დააზარალა. გამგებლის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას თვენახევარი დასჭირდება. ადგილობრივი მოსახლეები პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. შუახევში - მეორედ მიმდინარეობს დროებითი ხიდის აღდგენა. მუნიციპალიტეტში 105 ათასამდე ლარის ზარალია - ამბობს ტარიელ ებრალიძე. დახმარებისთვის გამგეობა სარეზერვო ფონდს გამოიყენებს. 

logo