ბათუმში 2004 წლის 6 მაისის მოვლენები გაიხსენეს

05 მაი 2018

2004 წლის 6 მაისის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვიან ღამით შეიკრიბნენ.   მათ წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. 

14 წლის წინ  6 მაისს რამდენიმე დღიანი აქციების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა  მეთაურმა ასლან  აბაშიძემ აჭარა დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა.  მდგომარეობა რეგიონში მას შემდეგ დაიძაბა რაც ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს.  

logo