ბათუმის ცენტრალურ პარკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა

20 აპრ 2018

ბათუმის ცენტრალურ პარკში, საღამოს, 50 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. რ​ოგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მაუწყებელს უთხრეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ინფორმაციით ქალს თავზე ჭრილობა ჰქონდა. 

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

logo