ახალი საწარმოები

12 Apr 2016

ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე. სოფელ ხუცუბნის ახლადაშენებულ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელები ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება. ამ ეტაპზე საწარმოს ინტერიერით აღჭურვა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. კომპანია წელიწადში 20 მლნ-ი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის რეალიზებას გეგმავს. სოფელ ხუცუბაში კიდევ ერთი ჩაის დამამზადებელი საწარმო 2000 წლიდან ფუნქციონირებს. ნაწარმი ექსპორტზე მონღოლეთსა და რუსეთში გადის. 

logo