აჭარაში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი

25 მარ 2018

ხვალ, 27 მარტს, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, არ იწვიმებს. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა კი +24 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ხულოშიც  ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი. 

ხულოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება შუახევსა და ქედაში, სადაც მოსალოდნელია +18 და +21 გრადუსი სითბო.  

ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება. 

logo