გონიოსა და ბათუმის სანაპირო შტორმის შემდეგ

19 იან 2018

შტორმმა ზიანი გონიოს სანაპირო ზოლსაც მიაყენა. გაწმენდითი სამუშაოები აქ ცოტა ხანში დაიწყება, სადაც  ტექნიკა ბათუმის ახალი ბულვარიდან გადაინაცვლებს.

 სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დილიდან წმენდნენ ახალი ბულვარის სანაპირო ზოლს ქვა-ღორღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, შტორმის შედეგად სანაპიროს ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ღამით ბათუმში 5 ბალიანი შტორმი იყო. 

logo