პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 3 შემთხვევა ბათუმში

13 იან 2018

პიროტექნიკით სხეულის დაშავების 3 შემთხვევა დაფიქსირდა ძველით ახალი წლის ღამეს ბათუმში.

შედარებით მძიმე დაზიანება 9 წლის მოზარდმა და 30 წლის კაცმა მიიღო. მესამე დაშავებულმა, რომელსაც პირველი ხარისხის დამწვრობა ხელსა და სახეზე აქვს მიღებული ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

logo