მომდევნო სამი დღე ცივი და წვიმიანი იქნება

20 Dec 2017

მომდევნო სამი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ცივ და წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. საქართველოს  ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლი.

ბათუმის ჰაერის ტემპერატურა დაეცემა. ამინდს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან  ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება განაპირობებს, რის გამოც 24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

logo