მომდევნო სამი დღე უნალექო და თბილი ამინდი იქნება

12 Dec 2017

მომდევნო 3 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და უმეტესად ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება.

ბათუმში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და +16 გრადუსია მოსალოდნელი. 

logo