ხვალიდან ბათუმში აცივდება

03 Dec 2017

ხვალიდან დასავლეთ საქართველოში აცივდება, ტემპერატურა 15 გრადუსით დაეცემა.სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერი 5-6 გრადუსამდე გაცივდება.

შემოვა შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, შედეგად ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო  ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. 

მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები. 

logo