გაფრთხილება: 21 ნოემბერს, დღის ბოლოს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა

19 Nov 2017

ხვალ, 21 ნოემბერს, მთელ საქართველოში, შტორმული ამინდია მოსალოდნელი. ამინდი დღის მეორე ნახევარში გაუარესდება და მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შესაძლებელია, ქარი გაძლიერდეს ღამის საათებში და მისმა სიჩქარემ 28 მეტრ/წამს მიაღწიოს, რაც ქარიშხლის კატეგორიას მიეკუთვნება. 

ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად, 10-15 გრადუსით დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია 6 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონაში კი ძლიერი თოვლი და ქარბუქი. 

სატელეფონო ჩანაწერი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.

logo