ღამით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

25 Oct 2017

დღის ბოლოს, შავი ზღვის დასავლეთიდან, სანაპირო კურორტებზე, გადმოინაცვლებს გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. შედეგად, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია  წვიმა და ელჭექი. ბათუმში ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობები ხვალ შუადღემდე შენარჩუნდება. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 28 ოქტომბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

logo