მწვანე ტბაში 8 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია კონიაკი!

10 Oct 2017

სამეცნიერო კვლევის დროს "მწვანე ტბაზე" კონიაკი იპოვეს. ექსპედიციის წევრებმა ფრანგული კონიაკი ტბის ფსკერიდან ამოიღეს. ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ავრცელებს:

"ალექსანდრე ​ კურაკინი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყვინთან-ბიოლოგი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მწვანე ტბის კვლევას ახორციელებს და წყალქვეშა გადაღებებს SOS! ტბის 8 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია კონიაკის ბოთლი! თუ მფლობელი 1 საათში გამოჩნდება, დაუბრუნდება!"

logo