15 Jun 2016
იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი 11 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს ტოქსიკოლოგიურ ცენტრში შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ. მშობლები ვარაუდობენ, რომ მოწამვლის მიზეზი ხაჭაპური იყო. ექიმის თქმით კი ინტოქსიკაციის სიმპტომები იმ პაციენტებსაც აღენიშნებოდათ, რომელთაც აღნიშნული საკვები არ მიუღიათ.