23 სექ 2017
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მედიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ქართველმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ მასტერკლასი გამართა.
შეხვედრაზე რეჟისორმა საკუთარ ფილმებზე მუშაობის პროცესი აღწერა და ბათუმელი მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა. ქართველი რეჟისორი ფესტივალზე შარშან ჟიურის წევრი იყო მიმდინარე წელს კი, საკუთარი ფილმი „სავარძელი“ წარმოადგინა.