საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

16 სექ 2017

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით სასწრაფოს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ​​თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამის 1 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი არაა საქართველოს მოქალაქე და ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდა.  გარდაცვლილის ასაკისა და ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევას იკვლევს. 

logo