ნაციონალური მოძრაობა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს

14 Jun 2016

მერიის ზედამხედველობის სამსახურს გულგრილობაში, ქალაქის მერიას კი კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გელა დეკანაძეს მაგალითისთვის ტაბიძის 2 ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოჰყავს , სადაც მისივე თქმით, ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა და შეზღუდულია  საზოგადოებრივი  სარგებლობის სივრცე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შესაბამის უწყებას სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს.  მერიაში საპასუხო კომენტარი ამ წუთებში კეთდება.

logo