ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს

13 სექ 2017

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაურია დაკავებული. ისინი ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები არიან.  ქართველია კაპიტანიც. ლიბიაში დაკავებულ მეზღვაურთა შორის ერთი ბათუმელია - ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. გემს სახელწოდებით REX ​  სავარაუდოდ აკრძალული ტვირთი გადაჰქონდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახმა მიაწოდა. გემი ამჟამად ქალაქ ტრიპოლში დგას.

logo