მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, ძლიერი ქარი და წვიმა

05 Sep 2017

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასები დღის ბოლოდან გავრცელდება. 7 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი.  იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი და ზოგიერთ რაიონში სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად  დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდება. 

საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები და მეწყერული  პროცესები წარმოიქმნება.

logo