ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა

03 Sep 2017

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორე კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის. მედიკოსების თქმით  დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. 
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთ მათგანს მოტეხილობები, მეორეს კი ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

logo