მაშველებმა ბოლო 24 საათში 27 ადამიანი გადაარჩინეს

13 Aug 2017

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე  მაშველებმა 27 მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,  ურეკში, წყალზე მაშველებმა, 25 პირი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს, მათ შორის 5 მოზარდი იყო.

ბათუმში კი 2 მოქალაქე გადაარჩინეს. ასევე სანაპირო ზოლზე დაკარგული 6 პატარა მშობლებს უვნებლად დაუბრუნდა.

logo