აჭარაში 100 წელს გადაცილებული 34 უხუცესი ცხოვრობს

09 აგვ 2017

აჭარაში კიდევ ერთ ადამიანს შეუსრულდა 100 წელი. ფადიმე ქათამაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში ცხოვრობს. მას ერთი შვილი, 8 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი  და 13 შვილიშვილის შვილიშვილი ჰყავს.

უხუცესს მეუღლე მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში უხუცესს 1000 ლარი გადასცა. ამჟამად 100 წელს გადაცილებული 34 პიროვნება ცხოვრობს.

logo