03 Aug 2017
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ერთი ქალი და ორი ბავშვი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითები ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.