დღის ბოლოს  მოსალოდნელია ამინდის გაუარესება  და  ძლიერი  ქარი 

27 Jul 2017

აჭარის სანაპირო ზოლიდან ნოტიო ჰაერის მასების  გავრცელება დაიწყო, რის გამოც აჭარაში უკვე ძლიერი ქარია. დღის მეორე ნახევრიდან ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდება, აღმოსავლეთის ძლიერ ქარს დასავლეთის  ძლიერი ქარი შეცვლის - 20-25 მეტრი  წამში.

ხვალ, 29 ივლისს, კი დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოში  ზოგან მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი. ტემპერატურა დღევანდელ მონაცემებთან შედარებით 10 გრადუსით დაიკლებს  და იქნება +22 +27 გრადუსი.

logo