სინოპტიკოსები ცხელ ივლისს პროგნოზირებენ

30 Jun 2017

როგორი ივლისი გველის წინ? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თვის პროგნოზს გთავაზობთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,ივლისი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად ცხელი იქნება.

განსაკუთრებით ცხელ დღეებს სინოპტიკოსები 2-დან  4 ივლისის ჩათვლი პროგნიზირებენ. დაახლოებით ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს.

სააგენტოს პროგნოზით დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა ცალკეულ პერიოდში ღამის საათებში +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს, პერიოდულად კი +37, +39 გრადუსამდე  მოიმატებს. 

ნალექის რაოდენობა კი მოსალოდნელია ნორმაზე ნაკლები.

 

logo