28 ივნ 2017
საქართველოს ჩემპიონატში ვაჟ კალათბურთელთა შორის გამარჯვებული აჭარის ნაკრების წევრებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში უმასპინძლეს.
სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული აღჭურვილობა და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ვაჟ კალათბურთელთა 14 წლამდე გუნდმა ფინალურ სერიაში თბილისის ,,აკადემია’’ 2-ით ნოლი დაამარცხა.