ტაქსის მძღოლების პროტესტი

17 Jun 2017

ტაქსის მძღოლები საბაგირო სადგურთან ავტობუსის გაჩერების მონტაჟს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ტურისტებით ყველაზე დატვირთულ  მონაკვეთში, სადაც ტაქსებზე მოთხოვნა მაღალია, მათ მუშაობა აეკრძალათ. მათივე თქმით, დაახლოებით 60 ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე რჩება.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება საბაგირო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს. მას შემდეგ, საპატრულო პოლიცია ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მანქანებს აკრძალულ ზონაში აჩერებენ, აჯარიმებს.

შპს ბათუმის ავტო - ტრანსპორტში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ  ავტობუსების გაჩერების ნიშანი საპატრულო პოლიციის მოთხოვნით და მერიასთან შეთანხმებით დამონტაჟდა. 

logo