07 Apr 2016
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძე, წევრობის კანდიდატებად კი მამუკა ჯაში და რუსუდან მიქელაძე დაასახელა, თუმცა სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მიქელაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. რიგგარეშე სხდომა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე ბიუროს სხდომა გაიმართა.