“მედეას ტრაგედია” - დღეს გონიოს ციხეში სპექტაკლი დაიდგმება

26 May 2017

აქციის ''ღამე მუზეუმში'' ფარგლებში გონიოს ციხეში სპექტაკლი დაიდგმება.  ''მედეას ტრაგედიას'' ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ღია ცის ქვეშ ითამაშებენ.

წარმოდგენა  ცხრის ნახევარზე დაიწყება  და მსურველებს მისი ნახვა უფასოდ შეუძლიათ. მაყურებელს დღესვე საშუალება ეძლევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაათვალიერონ და  გონიოს ისტორიის შესახებ ფილმიც ნახონ.  

logo